პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე
ვიღებთ 2-დან 5 წლის ჩათვლით ბავშვებს. გვჯერა, რომ შერეული ასაკის ჯგუფები ხელს უწყობს ბუნებრივ სწავლას — პატარები უფროსებისგან სწავლობენ, უფროსები კი პასუხისმგებლობას, ზრუნვასა და ემპათიას ივითარებენ.
წვიმა, თოვლი ან სიცივე ჩვენი აქტივობების შეწყვეტის მიზეზი არ არის. ბუნების სხვადასხვა მდგომარეობა ბავშვებისთვის სწავლისა და აღმოჩენების მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ამინდისთვის შესაბამისი სამოსით აქტივობები ჩვეულებრივ გრძელდება. ძლიერი ქარის, ჭექაქუხილის, ძლიერი წვიმის ან დატბორვის შემთხვევაში, წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას საგაკვეთილო პროცისის ჩატარება/არ ჩატარებასთან დაკავშირებით.
სეზონისა და ამინდის მიხედვით ჩაცმასთან დაკავშირებით დეტალურ რეკომენდაციებს ყოველდღიურად მოგაწვდით. ყოველ დღე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ რეკომენდაციებს, თუ რა იქნება საჭირო მომდევნო დღისთვის.
თითოეულ ბავშვს სახლიდან მოაქვს საკუთარი საკვები (წასახემსებელი) კონტეინერით.
თითოეულ ბავშვს აქვს ციფრული პორტფოლიო, სადაც აღმზრდელები რეგულარულად აფიქსირებენ დაკვირვებებს, მიღწევებსა და განვითარების პროცესს. პორტფოლიო მშობლის პირადი კაბინეტიდან ნებისმიერ დროს არის ხელმისაწვდომი.
ყოველდღიურად ვტვირთავთ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომელთა მაღალი ხარისხით ჩამოტვირთვა შესაძლებელია თქვენი პირადი კაბინეტიდან. ფოტოები ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენი მშობლებისთვის და მშობლების თანხმობის გარეშე არ ქვეყნდება საჯაროდ.
თითოეულ ჯგუფში მაქსიმუმ 12 ბავშვია, რომლებთანაც სამი აღმზრდელი მუშაობს. ეს საშუალებას გვაძლევს თითოეულ ბავშვს საკმარისი დრო დავუთმოთ და მის ინდივიდუალურ საჭიროებებს ვუპასუხოთ.
რეგისტრაციის შემდეგ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ დეტალურ ინსტრუქციას, რომლის საშუალებითაც მარტივად გააქტიურებთ თქვენს პირად კაბინეტს.