ჩვენ შესახებ

ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბავშვობა იყოს სავსე აღმოჩენებით, მოგზაურობით და ბუნებასთან კავშირით

ჩვენი ისტორია

როგორ დაიწყო ყველაფერი

ეკო-კლუბი „კარავი“ 2026 წელს შეიქმნა, თუმცა ჩვენი ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო. ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს დიდი გამოცდილება აქვს ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობასა და გარე განათლების სფეროში.

წლების განმავლობაში ვიყავით იმ გარემოს ნაწილი, სადაც ბავშვები ბუნებაში თამაშობდნენ, სწავლობდნენ, მეგობრობდნენ და ვითარდებოდნენ. ამ წლებმა გვაჩვენა თუ რა უნდა შეგვენარჩუნებინა და რა უნდა შეგვეცვალა უკეთესი გარემოს შესაქმნელად. ამ გამოცდილებამ და ჩვენი ჯგუფის მშობლების თხოვნამ გვიბიძგა ეს იდეა რეალობად გვექცია, სწორედ მათი და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ეკო-კლუბი „კარავი“ — სივრცე, სადაც ბავშვების ინტერესები და კეთილდღეობა პრიორიტეტულია.

დღეს „კარავი“ არის ადგილი, სადაც ბავშვები ბუნებასთან ყოველდღიური ურთიერთობით და თამაშით სწავლობენ, ქმნიან, იკვლევენ სამყაროს, სვამენ კითხვებს და საკუთარი ტემპით ვითარდებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ბავშვმა თავი დაცულად, მიღებულად და დაფასებულად იგრძნოს.

ბავშვების განვითარების უზრუნველსაყოფად, ვთანამშრომლობთ ფსიქოლოგიურ ცენტრ „თერაპედიასთან“, რადგან გვჯერა, რომ ემოციური კეთილდღეობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური და შემეცნებითი განვითარება.

„კარავი“ მშობლების ნდობით, ჩვენი გამოცდილებითა და საერთო ღირებულებებით შექმნილი სივრცეა — ადგილი, სადაც ერთად ვქმნით ბავშვების სამყაროს.

2026

წელს შეიქმნა ეკო-კლუბი „კარავი“

ჩვენი ღირებულებები

პრინციპები, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში ვიცავთ

🌱

ბუნების პატივისცემა

ვასწავლით ბავშვებს ბუნების დაფასებას და ვუმაღლებთ ეკოლოგიურ ცნობიერებას

🧠

ჰოლისტური განვითარება

ყურადღება ეთმობა ფიზიკურ, კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას

🎯

ინდივიდუალური მიდგომა

თითოეულ ბავშვს აქვს განვითარების უნიკალური ტემპი და ინტერესები, რასაც პატივს ვცემთ

🏕️

თავგადასავალი

ყოველდღიური ექსპედიციები ტყეში და ბუნებრივ გარემოში

🤲

თანამშრომლობა

მშობლები აქტიური პარტნიორები არიან აღზრდის პროცესში

🛡️

უსაფრთხოება

რისკების მართვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა